Wednesday, May 20, 2020

სხვადასხვა პოეტის ლექსები პოეზიის მნიშვნელობაზ


                 ლექსი მეწყერი
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან. აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად. იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი. და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა. მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს, ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს. ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს. აპრილი, 1927 წ. ტიციან ტაბიძე
                    პოეტი                              მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

23 ივლისი, 1860 წ./პავლოვსკი                                          ჩემო კალამო                                     ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს —
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!
ოქტომბერი, 1861 წ. ყვარელი.                                                                                         ელეგია                         

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

4 ივნისი, 1859 წ./პეტერბურგი.     აკაკი წერეთელი                          რით რით შენდება ლექსი                   რით, რით თენდება ბნელი,

რა ჯადოა, რომ ბნელში

ცის კიბეებით მსვლელი

უცბად ბრწყინდება ლექსი?!

არა! არც ოდენ სიტყვით,

სიტყვის სიტყვასთან მიდგმით!

არცა მუსიკით ახლით,

მძაფრი რიტმით და რითმით!

არა! არც ოდენ აზრით!

არა! არც ოდენ ბრძნობით!

ლექსი შენდება არცრით,

უპირველესად - გრძნობით!

ან - მწუხარების ზაფრით,

ან - სიხარულის ელდით,

ან - სიყვარულით მძაფრით,

ან - სინანულის ღვენთით.

No comments:

Post a Comment