Wednesday, May 20, 2020

რით რით შენდება ლექსი

  რით რით შენდება ლექსი                   რით, რით თენდება ბნელი,

რა ჯადოა, რომ ბნელში

ცის კიბეებით მსვლელი

უცბად ბრწყინდება ლექსი?!

არა! არც ოდენ სიტყვით,

სიტყვის სიტყვასთან მიდგმით!

არცა მუსიკით ახლით,

მძაფრი რიტმით და რითმით!

არა! არც ოდენ აზრით!

არა! არც ოდენ ბრძნობით!

ლექსი შენდება არცრით,

უპირველესად - გრძნობით!

ან - მწუხარების ზაფრით,

ან - სიხარულის ელდით,

ან - სიყვარულით მძაფრით,

ან - სინანულის ღვენთით.

No comments:

Post a Comment